ავტორიზაცია

ბარსელონა კატეგორიულად უარყოფს, რომ ალ სადთან ხავის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია

ბარსელონა კატეგორიულად უარყოფს, რომ ალ სადთან ხავის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია
თარიღი 05 Nov 2021, 18:07

„ბარსელონა“ „ალ სადთან“ ხავი ერნანდესის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას უარყოფს.

როგორც Mundo Deportivo წერს, კატალონიურ გუნდთან დაახლოებული პირები კატეგორიულად უარყოფენ, რომ „ბარსა“ არაბულ გუნდს ხავის სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა.

„ბლაუგრანა“ თავის ექს-ფეხბურთელში 5 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და ცდილობს, რომ კლუბთან უფრო ლოიალურ შეთანხმებას მიაღწიოს.

„ბარსელონა“ იმედგაცრუებულია იმ განცხადებით, რომელიც „ალ სადმა“ ოფიციალურად გააკეთა. ისინი ფიქრობენ, რომ ამ გზით ყატარელები ცდილობენ მათზე ზეწოლა მოახდინონ „ბარსას“ დელეგაციაზე, რომელიც ამჟამად დოჰაში იმყოფება.

„ალ სადმა“ რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ „ბარსელონასთან“ შეთანხმებას მიაღწია და ესპანელები ხავის სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდნენ.