ცნობილია - როდის დაიწყება საქართველო - შვედეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა
საქართველოსა და შვედეთის მატჩზე დასასწრებ მატჩზე ბილეთების გაყიდვა 8 ნოემბერს დაიწყება.
ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იუწყება და წერენ, რომ ბილეთების რეალიზების დაწყების ზუსტი დრო 12:00 საათი იქნება, მისი შეძენა კი TKT.GE-ზე იქნება შესაძლებელი.
მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.
აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 15 და 25 ლარი იქნება.
საქართველოსა და შვედეთის მატჩი ბათუმში, 11 ნოემბერს გაიმართება. დაპირისპირება 21:00 საათზე დაიწყება.