"ხვალ არ ითამაშებს, მაგრამ ნაკრებში წავა", - პოჩეტინომ მესის მდგომარეობაზე ისაუბრა

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ტრავმირებული ლეო მესის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„მესი „ბორდოსთან“ ვერ ითამაშებს, თუმცა ნაკრებში გაემგზავრება. იმედი გვაქვს, რომ ის ნაკრების მაისურით თამაშს შეძლებს, შემდეგ კი ჩვენც დაგვეხმარება.
არ ვიცი, წავა თუ არა ნაკრებში პარედესი. მაგრამ თუ არ ვცდები, წესის მიხედვით, როცა ფეხბურთელს ნაკრებში იძახებენ, ის ვალდებულია გამოცხადდეს.
თუ მესი ნაკრებში იქნება, ესეიგი თამაშსაც შეძლებს.“ - აღნიშნა პოჩეტინომ.
მატჩი „ბორდო“ – „პსჟ“ ხვალ, 6 ნოემბერს, 23:59 საათზე დაიწყება.