ლუი საა: "რონალდუ უცხოპლანეტელია, მანქანა - ნებისმიერ გუნდში, ნებისმიერ ლიგაში შეუძლია თამაში"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუი საამ მანიკუნიანელთა ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
"სოლსკიაერი მისი დაბრუნებით გახარებული უნდა იყოს, რადგან რონალდუ უცხოპლანეტელია. ნებისმიერ გუნდში, ნებისმიერ ლიგაში შეუძლია თამაში და ყოველთვის გაიტანს. საქმის ერთგულია და სხვებისგან განსხვავებული თავგანწირვა ძალუძს".
"გარდა ამისა, თუ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას, ეს კრიშტიანუ რონალდუა. მხოლოდ ფეხბურთზე არ ვსაუბრობ, სოციალურ საკითხებსაც ვეხები. ბევრმა იცის, რას აკეთებს. მისაბაძი მაგალითია და შთაგონების წყარო".
"ყოველთვის ვეწყობოდით ერთმანეთს. მასთან ყოფნა მიადვილდებოდა, რადგან ორივე შრომისმოყვარე ვართ. თუ რონალდუ არ მოგწონს, როგორც თანაგუნდელი, ესე იგი შრომისმოყვარე არ ხარ, სულ ესაა. გარდა ამისა, ყოველთვის იღიმოდა, პატივისცემით იქცეოდა".
"ზოგჯერ ისე ჩანდა, თითქოს მის წინააღმდეგ დაცვა შეუძლებელია. სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან ერთად კიდევ ერთხელ. რონალდუ მანქანაა", - ციტირებს ფრანგი ვეტერანის სიტყვებს Marca.