დორტმუნდმა ჰოლანდის შემცვლელად შეარჩია ფორვარდი, რომლის შეძენაც კიდევ 6 გრანდს სურს!
"ზალცბურგის" თავდამსხმელმა, კარიმ ადეიემიმ კარიერის დასრულების შემდეგ შესაძლოა გერმანიის ბუნდესლიგას მიაშუროს.
ასე და ამგვარად, როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, გერმანიის ნაკრების 19 წლის ფეხბურთელს "დორტმუნდმა" 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში ბორუსიელთა ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის წასვლის ალბათობა მაღალია და ადეიემი სწორედ ნორვეგიელის შემცვლელად განიხილება.
როგორც აქამდე დაიწერა, ადეიემით "პსჟ", "ბაიერნი", "რეალი", "ატლეტიკო", "ინტერი" და "ლივერპულიც" არიან დაინტერესებულები.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა "ზალცბურგის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.