ავტორიზაცია

ხავიმ საკუთარი პირობები წამოაყენა — ბარსელონაში რამდენიმე სერიოზული ცვლილებაა მოსალოდნელი

ხავიმ საკუთარი პირობები წამოაყენა — ბარსელონაში რამდენიმე სერიოზული ცვლილებაა მოსალოდნელი
თარიღი 05 Nov 2021, 21:44

"ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ "ბარსელონას" რამდენიმე პირობა წაუყენა, რომელიც მისი დანიშვნის შემდეგ უნდა შესრულდეს.

პირველ რიგში, 41 წლის სპეციალისტი "ბლაუგრანას" სამედიცინო შტაბში ცვლილებებს ითხოვს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport.

ამისათვის, კლუბში დოქტორ რიკარდ პრუნას დააბრუნებენ, რომელიც გუნდიდან 25-წლიანი მუშაობის შემდეგ 2020 წელს წავიდა.

მეორეც, ხავის "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბში თავისი შვიდივე ასისტენტის ხილვა უნდა, ვისთან ერთადაც "ალ სადში" მუშაობდა.

მესამე, ესპანელ დამრიგებელს სურს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" გარემარბი დაიმატონ, თუ კლუბს ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს. ერთ-ერთი ვარიანტი რაჰიმ სტერლინგია ("მანჩესტერ სიტი"), მაგრამ განიხილება სხვა კანდიდატურებიც.