ავტორიზაცია

"პრემიერ ლიგისთვის ეს წარმოუდგენლად კარგია", - არტეტა ტოტენჰემის თავკაცად კონტეს დანიშვნას გამოეხმაურა

"პრემიერ ლიგისთვის ეს წარმოუდგენლად კარგია", - არტეტა ტოტენჰემის თავკაცად კონტეს დანიშვნას გამოეხმაურა
თარიღი 05 Nov 2021, 21:55

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ "ტოტენჰემში" ანტონიო კონტეს დანიშვნასა და პრემიერ ლიგაში მომუშავე მწვრთნელების დონის შესახებ ისაუბრა.

"ეს ჩვენი ლიგისთვის წარმოუდგენლად კარგია. ასე დონე იზრდება, რადგან კონტეს ახალი იდეები აქვს. ახლა კიდევ უფრო რთული იქნება".

"მაგრამ ასევე არსებობს სხვა ძალიან კარგი მაგალითები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს, როგორიცაა ნილ უორნოკი, დევიდ მოიესი. ეს არ უნდა დავივიწყოთ. ისინი პრემიერ ლიგის ისტორიის ნაწილია, ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ გააკეთეს".

"ახლა ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება უმაღლესი პოზიციებისთვის ბრძოლა. თამაშებს და შედეგებს ხედავთ, როგორ იცვლებიან გუნდები ერთი ტაიმიდან მეორემდე. ესეც ფეხბურთელებისა და მწვრთნელების დონეზე მეტყველებს", - ციტირებს ესპანელის სიტყვებს BBC Sport.