ტუხელი: "კონტე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მისი ტოტენჰემში დანიშვნა პრემიერ ლიგისთვის კარგი სიახლეა"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "ტოტენჰემში" ანტონიო კონტეს დანიშვნაზე განცხადება გააკეთა.
– რას ფიქრობთ "ტოტენჰემში" კონტეს დანიშვნაზე? შესაძლებელია თუ არა ერთ დღესაც ამ კლუბის გაწვრთნა?
"(იცინის) აქ საქმეები საკმარისად მაქვს და "ჩელსიში" ყოფნით ბედნიერი ვარ", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.
"კონტეს დანიშვნა პრემიერ ლიგისთვის კარგი სიახლეა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. შეხედეთ მის შედეგებს, მისი გუნდების მიერ მოგებულ ტიტულებს".
"დარწმუნებული ვარ, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ მატჩებს ძალიან რთულს გახდის. მე კი აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. არ მაღელვებს, რას აკეთებენ სხვა ადამიანები და სხვა კლუბები. "ჩელსიში" მუშაობით სიამოვნებას ვიღებ", - დასძინა ტუხელმა.