ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარელამ ინტერთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ხელფასი 2-ჯერ გაეზარდა

ოფიციალურად: ბარელამ ინტერთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ხელფასი 2-ჯერ გაეზარდა
თარიღი 05 Nov 2021, 22:55

მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ნიკოლო ბარელას თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეუთანხმდა.

"ნერაძურის" პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ 24 წლის იტალიელმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ფეხბურთელის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თუ კონტრაქტის გაფორმებამდე ბარელა წლიურად 2,4 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ამ სეზონში 4,5 მილიონს მიიღებს, ხოლო მომდევნო სეზონებში - 5 მილიონს, ბონუსების გარეშე.

მიმდინარე სეზონში "ინტერის" ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.