ავტორიზაცია

ოქროს ბურთი 2021-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია და France Football-მა სპეციალური ინტერვიუც ჩაწერა

ოქროს ბურთი 2021-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია და France Football-მა სპეციალური ინტერვიუც ჩაწერა
თარიღი 05 ნოე 2021, 23:02

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "ოქროს ბურთი" კარიერაში მეშვიდედ მოიგო, იტყობინება RTP, ერთ-ერთი უდიდესი პორტუგალიური ტელე-რადიო მაუწყებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს უკვე აცნობეს, რომ გამოკითხვის შედეგად ის გახდა ჯილდოს მფლობელი.

როგორც აღინიშნება, მესიმ ჟურნალ France Football-ს გამარჯვებულის ტრადიციული ინტერვიუ უკვე მისცა.

გასულ სეზონში მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო, აგრეთვე "ბარსელონას" რიგებში ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ესპანეთის ჩემპიონატში მან 30 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე გაიცემა.