ავტორიზაცია

კონკრეტული თანხაც მზადაა — ნიუკასლი ზაფხულში ბარსელონადან ტერ შტეგენის გადაბირებას გეგმავს

კონკრეტული თანხაც მზადაა — ნიუკასლი ზაფხულში ბარსელონადან ტერ შტეგენის გადაბირებას გეგმავს
თარიღი 05 ნოე 2021, 23:28

"ნიუკასლის" ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის უკვე ემზადება და მეკარის პოზიციის გაძლიერებასაც აპირებს.

არაბების მიერ შეძენილი კლუბი რამდენიმე ტოპ ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს. ფინანსური მხარე პრობლემას არ წარმოადგენს, ერთადერთი საშიშროება პრემიერ ლიგიდან შესაძლო გავარდნაა.

"კაჭკაჭების" ერთ-ერთი სამიზნე "ბარსელონას" გოლკიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენია. El National-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზად არის 29 წლის გერმანელში 55 მილიონი ევრო გადაიხადოს. ალბათ, "ნიუკასლი" მეტსაც გადაიხდის, რადგან გერმანელი "ნიუკასლის" ხელმძღვანელთა პრიორიტეტული სამიზნეა.

მიუხედავად ამისა, ყველაზე რთული თავად კიპერის დარწმუნება იქნება. იგი "ბარსელონაში" ბედნიერია და არაერთხელ უთქვამს, კატალონიური გრანდიდან წასვლის შემდეგ გერმანიაში დაბრუნება მინდაო.

"ნიუკასლი" ეცდება ტერ შტეგენი მაღალი ხელფასით მოთაფლოს, მაგრამ არც ეს იქნება მარტივი, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი ახალია და გუნდი ჯერ ვერ მიიღებს ევროთასებზე მონაწილეობას.