ფინანსურად ძლიერი ნიუკასლის ამბიციური პროექტი რემზის ტრანსფერით დაიწყება?
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" შემტევი ნახევარმცველი, აარონ რემზი პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არის. უელსელით "ნიუკასლი" ინტერესდება.
ფინანსურად გაძლიერების შემდეგ, "კაჭკაჭების" სახელი დაუკავშირეს არაერთ ფეხბურთელს, ყველაზე რეალურ ვარიანტად კი სწორედ "ბებერი ქალბატონის" ფლეიმეიქერი მოიაზრება.
"ბიანკონერის" რვიანის ამჟამინდელი ყოველწლიური ანაზღაურება არის წელიწადში რვა მილიონი ევრო, რაც "შავ-თეთრებისთვის" პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას მოითხოვს "იუვენტუსი" 30-წლის გამთამაშებლის სანაცვლოდ. არაა გამორიცხული, რომ ტურინელებმა რემზი უფასოდაც გაუშვან.
უელსელი ჰავბეკი "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში თამაშობს 2019 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 70 შეხვედრაში სულ რაღაც ექვსი გოლი გაიტანა.