ავტორიზაცია

პიანიჩის დაბრუნება, რემზის მოშორება - იუვენტუსის გეგმები ცნობილია

პიანიჩის დაბრუნება, რემზის მოშორება - იუვენტუსის გეგმები ცნობილია
თარიღი 27 ივლ 2021, 16:16

ტურინის "იუვენტუსის" მიზანია მირალემ პიანიჩის დაბრუნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ხერხით მოხდება ეს.

ბოსნიელი ცენტრალური ნახევარმცველის გაშვების წინააღმდეგი არც "ბარსელონაა", თუმცა იქამდე "ბებერ ქალბატონს" დაუმთავრებელი საქმე აქვს დარჩენილი.

საუბარია აარონ რემზის გაყიდვის შესახებ, რომელიც დიდი ალბათობით "ტოტენჰემში" ან "ვულვერჰემპტონში" გაიყიდება.

სწორედ უელსელი შემტევი ნახევარმცველის გასხვისების შემდეგ გადაერთვება "ბიანკონერი" კატალონიელთა ჰავბეკის ტრანსფერზე.

Diario Sport-ის თანახმად, მასიმილიანო ალეგრის გუნდში დაბრუნების სურვილი "ბლაუგრანას" რვიანმა ღიად დააფიქსირა.