ავტორიზაცია

კონტემ პრესკონფერენციაზე ერთი საათით დააგვიანა — ბრიტანულმა მედიამ აღნიშნულის მიზეზი გაარკვია

კონტემ პრესკონფერენციაზე ერთი საათით დააგვიანა — ბრიტანულმა მედიამ აღნიშნულის მიზეზი გაარკვია
თარიღი 05 ნოე 2021, 23:36

"ტოტენჰემის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ერთი საათით დააგვიანა.

52 წლის იტალიელი სპეციალისტი მედიის წინაშე ადგილობრივი დროით 13:30 საათზე უნდა წარსმდგარიყო, მაგრამ 14:30 საათისთვისაც არ იყო დარბაზში.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ კონტე "დეზების" ვარჯიშზე შეყოვნდა.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ეგიდით, "ტოტენჰემი" კვირას "ევერტონს" ესტუმრება.

კონტე ლონდონურ კლუბს სათავეში რამდენიმე დღის წინ ჩაუდგა, აღნიშნულ თანამდებობაზე მან გათავისუფლებული ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ჩაანაცვლა.