ავტორიზაცია

კონტე: "ვიცი, რომ ტოტენჰემს მრავალი წელია ტიტული არ მოუგია, ამ კლუბში გასამარჯვებლად მოვედი"

კონტე: "ვიცი, რომ ტოტენჰემს მრავალი წელია ტიტული არ მოუგია, ამ კლუბში გასამარჯვებლად მოვედი"
თარიღი 05 ნოე 2021, 23:54

"ტოტენჰემის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მიზნები აქვს ლონდონური კლუბის დამრიგებლის რანგში.

"ეს დიდი გამოწვევაა. ვიცი, რომ "ტოტენჰემს" მრავალი წელია ტიტული არ მოუგია. მაგრამ კლუბში მოსაგებად მოვედი", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს BBC.

"იმაზე საუბარი, რომ გვინდა ამას მივაღწიოთ, არასწორია. გუნდს დიდი პერსპექტივები აქვს, მაგრამ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რათა ძლიერები გავხდეთ", - დასძინა კონტემ.

შეგახსენებთ, 52 წლის იტალიელმა "ტოტენჰემი" 2 ნოემბერს ჩაიბარა და "დეზების" თავკაცის რანგში პირველი მატჩი გუშინ ჩაატარა - კონფერენც ლიგის ეგიდით, ლონდონურმა კლუბმა შინაურ კედლებში "ვიტესი" (3:2) დაამარცხა.

კონტეს გაწვრთნილი გუნდი კვირას "ევერტონს" ესტუმრება, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ეგიდით გაიმართება.