ავტორიზაცია

"მისი რეზიუმე ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს", - კეინი ტოტენჰემის დამრიგებლად კონტეს დანიშვნას ეხმაურება

"მისი რეზიუმე ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს", - კეინი ტოტენჰემის დამრიგებლად კონტეს დანიშვნას ეხმაურება
თარიღი 06 ნოე 2021, 15:08

"ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰარი კეინის დანიშვნას გამოეხმაურა.

"სიმართლე გითხრათ, ეს დიდ ამბიციებზე მიუთითებს. მისი რეზიუმე თავისთავად მეტყველებს", - ციტირებს "დეზების" კაპიტნის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"ყველამ იცის, რამდენად მაღალ დონეზე ფიქრობენ მასზე და რა გააკეთა ფეხბურთში, როგორც მწვრთნელმა. ამას პატივი უნდა ვცეთ", - დასძინა კეინმა.

შეგახსენებთ, 52 წლის იტალიელმა "ტოტენჰემი" 2 ნოემბერს ჩაიბარა და "დეზების" თავკაცის რანგში პირველი მატჩი გუშინ ჩაატარა - კონფერენც ლიგის ეგიდით, ლონდონურმა კლუბმა შინაურ კედლებში "ვიტესი" (3:2) დაამარცხა.

კონტეს გაწვრთნილი გუნდი კვირას "ევერტონს" ესტუმრება, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ეგიდით გაიმართება.