ავტორიზაცია

ადეიემის აგენტმა რეალთან და ატლეტიკოსთან გამართა მოლაპარაკებები — ზალცბურგმა მსურველებს ფასი შეუთვალა

ადეიემის აგენტმა რეალთან და ატლეტიკოსთან გამართა მოლაპარაკებები — ზალცბურგმა მსურველებს ფასი შეუთვალა
თარიღი 06 ნოე 2021, 15:40

"ზალცბურგის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, კარიმ ადეიემიმ ახლო მომავალშო შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გერმანიის ნაკრების 19 წლის ფეხბურთელით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის "დორტმუნდი", "ბაიერნი" და "პარი სენ ჟერმენი".

როგორც Sport1.de იტყობინება, ადეიემის აგენტი რამდენიმე დღის წინ მადრიდში იყო, სადაც "რეალთან" და "ატლეტიკოსთან" გამართა მოლაპარაკებები.

ადეიემიმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოსთვის უნდა მიიღოს. მოქმედი კონტრაქტის ვადა ავსტრიულ კლუბთან მას 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სავარაუდოდ, "ზალცბურგი" თავისი ფეხბურთელის 30-35 მილიონ ევროდ გაშვებას დათანხმდება.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.