ავტორიზაცია

"ეს სრული სისულელეა, დიდი ბლეფი", - France Football-ის მთავარმა რედაქტორმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო

"ეს სრული სისულელეა, დიდი ბლეფი", - France Football-ის მთავარმა რედაქტორმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო
თარიღი 06 ნოე 2021, 15:46

ჟურნალ France Football-ის მთავარმა რედაქტორმა, პასკალ ფერემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, ვითომდა "ოქროს ბურთს" "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესი დაისაკუთრებს.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს აღნიშნული ჯილდოს მოგების შესახებ აცნობეს, რომელიც მისთვის კარიერაში რიგით მე-7 იქნება.

"ეს სრული სისულელეა. ბოლო 10 დღეა მსგავს რაღაცებს ვხედავთ. დიდი ბლეფია", - აცხადებს ფერე.

გასულ სეზონში მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო, აგრეთვე "ბარსელონას" რიგებში ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ესპანეთის ჩემპიონატში ლეომ 30 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე გაიცემა.