ავტორიზაცია

"მაქსიმალური მოთხოვნები მექნება", - ხავის პირველი განცხადება ბარსელონაში დანიშვნის შემდეგ

"მაქსიმალური მოთხოვნები მექნება", - ხავის პირველი განცხადება ბარსელონაში დანიშვნის შემდეგ
თარიღი 06 ნოე 2021, 16:18

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.

"მაქსიმალურად ვიმუშავებთ. ჩვენ ხომ "ბარსა" ვართ - მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, მსოფლიოს საუკეთესო კლუბმა კი უნდა გაიმარჯვოს. არ შეუძლია ფრედ ითამაშოს ან დამარცხდეს. ასე რომ, მაქსიმალური მოთხოვნები მექნება".

"ვეცდებით, ფეხბურთელები გავახაროთ. თავდაუზოგავად მუშაობაა საჭირო, მკაფიო მიზნების დასახვა და რა თქმა უნდა, გამარჯვებისკენ სწრაფვა. ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი. მუშაობა მოგვიწევს იმისათვის, რათა ყველაფერი გამოვიდეს".

"მეც რთული სიტუაციები გავიარე. ახლა "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო მომენტი არ უდგას, მაგრამ მინდა კლუბს ჩემი იდეები დავანახო. გუნდის შესაქმნელად თავდაუზოგავად ვიმუშავებ".

"ვფიქრობ, ეს გუნდური მუშაობის საკითხია. სულმოუთქმელად ველოდები ყველაფრის გამოსწორების შესაძლებლობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს უნდა დაველაპარაკო, რათა გავიგო, როგორ მიდის საქმეები. გაწეული მუშაობისთვის სერხი ბარხუანის მადლიერი ვარ. დღეს მას კიდევ ერთი მატჩი ელის წინ და ძალიან მნიშვნელოვანი".

"გუნდური მუშაობა - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა ხავიმ დოჰას აეროპორტში ბარსელონაში გაფრენის წინ.

"ბლაუგრანას" აქტივში ამჟამად 16 ქულაა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და თავის ჯგუფში მე-2 პოზიციაზეა.