ავტორიზაცია

კონტრაქტის ხანგრძლივობა და ხელფასის ოდენობაც ცნობილია — შევჩენკო სერია ა-ს გუნდს გაწვრთნის

კონტრაქტის ხანგრძლივობა და ხელფასის ოდენობაც ცნობილია — შევჩენკო სერია ა-ს გუნდს გაწვრთნის
თარიღი 06 ნოე 2021, 16:24

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო იტალიის ჩემპიონატში იმუშავებს.

როგორც ადგილობრივ მედიაში იტყობინება, 45 წლის სპეციალისტი "ჯენოას" გაწვრთნის.

კლუბსა და უკრაინელ დამრიგებელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა.

აღინიშნება, რომ შევჩენკო გენუელებთან 2023 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. მისი წლიური ანაზღაურება 1,8 მილიონი ევრო იქნება + ბონუსები.

შევჩენკოს სამწვრთნელო შტაბში ანდრეა მალდერა და მაურო ტასოტი შევლენ, რომლებიც მასთან ერთად უკრაინის ნაკრებშიც მუშაობდნენ.