შევჩენკო სამწვრთნელო საქმიანობაში ბრუნდება - უკრაინელის ახალი გუნდი ცნობილია

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ანდრეი შევჩენკო ძალიან მალე სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნდება. უკრაინელი სპეციალისტი სერია ა-ს ბინადარ "ჯენოას" ჩაიბარებს.
"გრიფონები" ძალიან მალე გაათავისუფლებენ დავიდე ბალარდინის, უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი სპეციალისტის კანდიდატურა კი უახლოეს საათებში დადასტურდება.
45-წლის დამრიგებელი "როსობლუში" მუშაობას შეუდგება საერთაშორისო სანაკრებო შესვენების პერიოდში, პირველ შეხვედრას კი მისი გუნდი გამართავს 21 ნოემბერს, "რომასთან".
ცნობილია, რომ შევჩენკო "ლურჯ-წითლებთან" მოაწერს ორ ან სამწლიან ხელშეკრულებას, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების პერსპექტივით. უკრაინელის ხელფასი ცნობილი ჯერ არის.
ანდრეი ხუთი წლის განმავლობაში (2016-2021) წვრთნიდა თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს, რომელიც 2018 წელს გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მისი გუნდი 1/4 ფინალში ინგლისთან გამოვარდა.