ავტორიზაცია

ხავი: "მადლობა ბარსელონას ნდობისთვის, სახლში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ"

ხავი: "მადლობა ბარსელონას ნდობისთვის, სახლში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ"
თარიღი 06 ნოე 2021, 17:21

"ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მორიგი განცხადება გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. წარმოიდგინეთ, ჩემს კარიერაში ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, სერიოზული გამოწვევა. სახლში ვბრუნდები და ძალიან ბედნიერი გახლავართ".

"თითოეულმა ჩვენგანმა საქმეში თავისი წვლილი შეიტანა, განსაკუთრებით კლუბმა. ნდობისთვის ძალიან მადლიერი ვარ. კლუბის წარმომადგენლები დოჰაში ჩამოვიდნენ, "ალ სადთან" კონტრაქტი გავწყვიტე და თითოეულმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა".

"ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ძალიან შთაგონებული. მინდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ნამდვილად ძალიან მადლობელი ვარ კლუბის".

"მოლაპარაკებები რთული იყო, რადგან კონტრაქტის გაწყვეტა იყო შესათანხმებელი, აგრეთვე სამწვრთნელო შტაბისთვის ახალი ხელშეკრულების მომზადება. ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემ და დირექტორმა მატეუ ალემანიმ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რათა გადმოვსულიყავი. დიდი ენთუზიაზმი იყო".

"პირველივე წუთებიდანაა მუშაობა დასაწყები. გუნდი უკვე ძალიან ძლიერია", - ციტირებს 41 წლის ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.