ლაპორტას თქმით, ბარსელონა იანვარში 3 ტრანსფერს გაჩარხავს, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება, იტყობინება TV3.
გალისიაში, "ბარსას" გულშემატკივართა ასოციაციის წარმომადგენლებთან სადილზე, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ იანვარში კლუბი სამამდე ტრანსფერს განახორციელებს.
ერთ-ერთი გასაძლიერებელი პოზიცია ცენტრალური თავდამსხმელია, რადგან სერხიო აგუერო გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მინიმუმ 3 თვეს იუქმებს.
იმისათვის, რათა "ბარსას" ვინმეს შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეს, რამდენიმე თავისი ფეხბურთელის გაყიდვა დასჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ბლაუგრანა" ახალწვეულების დარეგისტრირებას ვერ მოახერხებს, რადგან სახელფასო ჭერში ვერ ჯდება.
"ბარსელონა" ტრანსფერებზე მუშაობას უახლოეს კვირებში დაიწყებს. ყველა ნაბიჯი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ხავისთან იქნება შეთანხმებული.