ავტორიზაცია

რეალს რუდიგერის შეძენა უნდა, რომელიც ზღაპრულ ხელფასს ითხოვს — შეძლებენ მადრიდელები მოთხოვნის დაკმაყოფილებას?

რეალს რუდიგერის შეძენა უნდა, რომელიც ზღაპრულ ხელფასს ითხოვს — შეძლებენ მადრიდელები მოთხოვნის დაკმაყოფილებას?
თარიღი 06 ნოე 2021, 17:44

"რეალი" "ჩელსის" მცველ ანტონიო რუდიგერისადმი ინტერესს ინარჩუნებს, რომელიც 2022 წლის ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, მადრიდული გრანდი გერმანელი უკანახაზელის გარშემო არსებულ ვითარებას აკვირდება. ფეხბურთელი ესიმპატიურება როგორც "რეალის" ხელმძღვანელობას, ისევე გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისაც.

მადრიდულ გრანდს დაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერება უნდა რაფაელ ვარანისა და სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ. ახლა "რეალში" მცველების ძირითად წყვილს დავიდ ალაბა და ედერ მილიტაო წარმოადგენენ. მაგრამ ამ ფეხბურთელებიდან ერთ-ერთის ტრავმამ ან დისკვალიფიკაციამ კლუბს შესაძლოა პრობლემები შეუქმნას.

გავრცელებული ინფორმაციით, რუდიგერს წლიურად ხელფასის სახით 12 მილიონი ევროს მიღება უნდა, "ჩელსი" კი ამხელა თანხის გადახდისთვის მზად ჯერ არ არის. მადრიდიდან ზაფხულში ისკო, მარსელო, გარეტ ბეილი და ალბათ, ედენ აზარიც აიბარგებიან, ამიტომაც კლუბს გერმანელის მოთხოვნების დაკმაყოფილების სახსრები ექნება.

მიმდინარე სეზონში 28 წლის მცველმა "არისტოკრატთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.