შეთანხმება მიღწეულია, დეტალები ცნობილი — ვინისიუსი სეზონის ბოლოს რეალთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"რეალის" თავდამსხმელი, ვინისიუს ჟუნიორი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა ABC იტყობინება, ახალი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი, როცა მოქმედი 2024 წელს იწურება.
ამჟამად ბრაზილიელი წლიურად 3,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ახალი კონტრაქტის მიხედვით კი, მინიმუმ 5,5 მილიონს მიიღებს. ეს თანხა შეიძლება ბონუსების ხარჯზე მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რასაც ფეხბურთელის მხარესთან მოლაპარაკებების დროს დეტალურად განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ვინისიუსის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად "რეალის" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.