ავტორიზაცია

VIDEO: წარმოუდგენელი დრამა ბალაიდოსზე! ბარსელონამ 3:0 გაანიავა და ფრე ითამაშა

თარიღი 06 ნოე 2021, 21:16

ლა ლიგის მე-13 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „სელტა ვიგოსთან“ ფრე ითამაშა.

შეხვედრა სტადიონ „ბალაიდოსზე“ გაიმართა და წარმოუდგენელი შედეგით, 3:3 დასრულდა.

კატალონიელებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს და მათთვის პრობლემას არაფერი მოასწავლებდა, თუმცა მეორე ნახევარში პრობლემები გაჩნდა - დაიწყო ყველაფერი ანსუ ფატის ტრავმით, შემდეგ კი პრობლემები ტაბლოზეც გამოისახა.

52-ე წუთზე ერთი ბურთი იაგო ასპასმა გაქვითა, 74-ზე ნოლიტომ ინტრიგა საბოლოოდ გააცოცხლა, 90+6 წუთზე კი იაგო ასპასმა დუბლი შეასრულა და „ბარსელონას“ 2 ქულა უკვე ჯიბიდან ამოაცალა.

„ბლაუგრანასთვის“ ეს ხავის ერამდე ბოლო შეხვედრა იყო - შემდეგ თამაშზე გუნდს უკვე მისი ლეგენდარული ექს-ფეხბურთელი გაიყვანს.