უკანასკნელად როდის გაანიავა ბარსელონამ 3-ბურთიანი უპირატესობა ლა ლიგის მატჩში?
ლა ლიგის მე-13 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „სელტას“ ვერ მოუგო - 3:3.
კატალონიური გუნდი შესვენებაზე 3:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ნახევარში სამი უპასუხო გოლი გაუშვა და მატჩი ვერ მოიგო.
„სელტას“ ფორვარდმა იაგო ასპასმა, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი მიითვალა, ანგარიში მე-6 დამატებულ წუთზე გაათანაბრა.
„ბარსელონამ“ ლა ლიგის მატჩში 3-ბურთიანი უპირატესობა 1998 წლის 19 იანვრის შემდეგ პირველად გაანიავა.
მაშინ, კატალონიურ გუნდს კიდევ უფრო უარესი დაემართა - გუნდი „ვალენსიას“ 3:0-ს უგებდა, თუმცა 3:4 წააგო.
აღსანიშნავია, რომ ეს „ბარსასთვის“ ბოლო მატჩი იყო ხავი ერნანდესის გარეშე - სანაკრებო პაუზის შემდეგ, გუნდს მატჩზე მისი ლეგენდარული ექს-ფეხბურთელი გაიყვანს.