VIDEO: ულამაზესად დაატრიალა! წიტაიშვილმა ჩერნომორეცში გაიტანა
უკრაინული პრემიერლიგის მე-14 ტურში ჩერნომორეცისა და რუხის შეხვედრა ოდესელთა გამარჯვებით, 4-3 დასრულდა.
57-ე წუთზე ჩერნომორეცის შემადგენლობიდან მესამე გოლი საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა, რომელიც ამ გუნდში მისთვის სადებიუტო გოლი იყო.