ავტორიზაცია

"რონალდუ ამ წელს ოქროს ბურთის მოგების კანდიდატი არ არის", - ფერდინანდმა მიზეზი განმარტა

"რონალდუ ამ წელს ოქროს ბურთის მოგების კანდიდატი არ არის", - ფერდინანდმა მიზეზი განმარტა
თარიღი 07 ნოე 2021, 11:04

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა 2021 წლის "ოქროს ბურთის" შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ამ წელს გამორჩეული არავინაა, რთული სათქმელია. აქამდე ეს საკითხი არ იყო წამოწეული, მხოლოდ ორი სახელი ჟღერდებოდა: მესი და რონალდუ".

"კრიშტიანუ პრეტენდენტი არ არის, რადგან მის გუნდებს ჩემპიონატი არ მოუგიათ და ბევრი გოლი აღარ გაუტანია".

"მაგრამ თუ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებს, მაშინ მომდევნო სეზონში "ოქროს ბურთვის" ბრძოლას მოახერხებს", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს The Sun.

ცნობისთვის, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე გაიცემა.