ავტორიზაცია

"ამ გუნდს მასზე უკეთესად არავინ იცნობს", - სიმეონე ბარსელონაში ხავის დანიშვნას გამოეხმაურა

"ამ გუნდს მასზე უკეთესად არავინ იცნობს", - სიმეონე ბარსელონაში ხავის დანიშვნას გამოეხმაურა
თარიღი 07 ნოე 2021, 11:29

"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე "ბარსელონას" დამრიგებლად ხავი ერნანდესის დანიშვნას გამოეხმაურა.

"ყოველთვის მიხარია, როცა ყოფილი ფეხბურთელები მწვრთნელები ხდებიან. ამ ადგილს ხავიზე უკეთესად არავინ იცნობს, ესმის, როგორ უნდა მოიქცეს".

"ვფიქრობ, როგორც მწვრთნელი, გუნდს ყველაფერს მისცემს, რაც ახასიათებს. იქ მივიდა, სადაც მისი ხილვა უნდათ. იცის, რა მიმართულებითაა წინსვლა საჭირო", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის პოსტზე 41 წლის ესპანელი სპეციალისტი ოფიციალურად გუშინ დაინიშნა.

ხავის პროფესიონალური კარიერის დიდი ნაწილი სწორედ "ბარსაში" აქვს გატარებული. გუნდის რიგებში მას 767 მატჩი აქვს ჩატარებული და დიდი ხნის მანძილზე ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი იყო (შემდეგ ლიონელ მესიმ გადაუსწრო, რომლის აქტივშიც 778 შეხვედრაა). ამ დროის განმავლობაში ესპანელმა "ბარსასთან" ერთად 25 ტიტული მოიგო.