ავტორიზაცია

"რონალდუსა და მესის სტატისტიკა აქვს", - ფერდინანდმა ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა

"რონალდუსა და მესის სტატისტიკა აქვს", - ფერდინანდმა ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა
თარიღი 07 ნოე 2021, 11:43

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ ამ წელს "ოქროს ბურთს" "ბაიერნის" ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი დაისაკუთრებს.

"ვფიქრობ, ამ წელს ლევანდოვსკი მოიგებს. 56 საგოლე ქმედება 38 მატჩში - წარმოუდგენელია. ეს რონალდუსა და მესის სტატისტიკაა", - აცხადებს ინგლისელი The Sun-თან ინტერვიუში.

აგრეთვე, ფერდინანდმა "ჩელსის" ნახევარმცველის, ჟორჟინიოს შანსებზეც ისაუბრა.

"ჟორჟინიოსთან დაკავშირებული სიტუაცია ჩემთვის დამაბნეველია. "ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელი არ არის, არც იტალიის ნაკრებშია მთავარი მოქმედი სახე".

"ძალიან კარგი ფეხბურთელია, არასწორად არ გამიგოთ, საერთოდ არ ვცდილობ უპატივცემულობის გამოხატვას, მაგრამ არ მესმის, როგორ მოხვდა სიაში იმის გათვალისწინებით, თუ რა დონეზე ითამაშეს ამ ბიჭებმა".

"თუ "ჩელსის" შევხედავთ, ჩემპიონთა ლიგის მოგების გზაზე, ბოლო 6 მატჩიდან 5-ში საუკეთესო კანტე იყო. ეს მაბნევს. მესმის, ჟორჟინიომ ორი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. მაგრამ მისი რონალდუსთან, მესისთან, ლევანდოვსკისთან, სალაჰთან დაპირისპირება უაზროა", - დასძინა ფერდინანდმა.