ავტორიზაცია

"ჯორჯ ვეასა და მარკო ვან ბასტენს მაგონებს", - სპალეტიმ ნაპოლის ბომბარდირი შეაქო

"ჯორჯ ვეასა და მარკო ვან ბასტენს მაგონებს", - სპალეტიმ ნაპოლის ბომბარდირი შეაქო
თარიღი 07 ნოე 2021, 12:13

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ გუნდის თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმჰენის ასპარეზობა შეაფასა.

"ვეას ჰგავს. შეიძლება, ვიქტორი ტექნიკის მხრივ არც ისე ძლიერია, მაგრამ თავისი თვისებებით იმავე დონეზეა", - ციტირებს ნეაპოლელთა დამრიგებლის სიტყვებს Football Italia.

"აგრეთვე, ვან ბასტენს მაგონებს. ოსიმჰენი ახალგაზრდაა და შეუძლია იმავე დონეს მიაღწიოს", - დასძინა სპალეტიმ.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ოსიმჰენი 2020 წლის სექტემბერში "ლილიდან" 71 მილიონ ევროდ იყიდა.

100-მილიონიანი ბომბარდირი ლევანდოვსკის შემცვლელად? — ბაიერნი ახალი თავდამსხმელის ძიებაშია