ავტორიზაცია

გასპერინი: "შემეძლო პრემიერ ლიგაში უფრო მდიდარი ვყოფილიყავი, მაგრამ ნაკლებად ბედნიერი"

გასპერინი: "შემეძლო პრემიერ ლიგაში უფრო მდიდარი ვყოფილიყავი, მაგრამ ნაკლებად ბედნიერი"
თარიღი 07 ნოე 2021, 14:55

"ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ "კალიარისთან" (2:1) გამართული მატჩის შემდეგ სერია ა-ში მოპოვებულ მე-200 გამარჯვებას გამოეხმაურა.

– რა კომენტარს გააკეთებდით სერია ა-ში თქვენს მე-200 გამარჯვებაზე? პრემიერ ლიგაში შესაძლო გადასვლას გიკავშირებდნენ. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

"იმედი მაქვს, კიდევ ბევრი გამარჯვების მოპოვებას შევძლებ, რადგან არცერთი მარტივი მოგება არ მახსოვს".

"იტალიაში, ბერგამოში ბედნიერი ვარ, ცხოვრების წესს დიდი მნიშვნელობა აქვს".

"ხანდახან ვფიქრობ პრემეირ ლიგაზე. შემეძლო უფრო მდიდარი ვყოფილიყავი, მაგრამ ნაკლებად ბედნიერი. მხოლოდ მოედანზე არ ვცხოვრობ", - ციტირებს გასპერინის სიტყვებს Football Italia.