სანიოლი: "იმედი მაქვს, შემდეგ წლებში უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს ტოპ ლიგაში"
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გამართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც თავისი გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:
"შეგვიძლია ბევრი გვარი დავასახელოთ, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ მხოლოდ ქაღალდზე გვარების ჩამოწერა არ გვევალება. მაშინ მე, როგორც მთავარი მწვრთნელი, საჭირო არ ვიქნებოდი და ჩემთან ერთად არც ისინი იქნებოდნენ საჭირო, ვინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წარმოადგენს.
ეს ბევრად მოცულობით სამუშაოა და სხვადასხვა საკითხის გათვალისიწინებაა საჭირო. ვცდილობ, სამართლიანი ვიყო, გადაწყვეტილებები ტვინითა და გულით მივიღო. ფეხბურთი კონკურენციაა.
იმედი მაქვს, რომ მომავალში საერთო სულისკვეთება გვექნება და შემდეგ წლებში უფრო მეტი მოთამაშე ითამაშებს ტოპ ლიგაში, რაც გუნდისთვის დამატებითი მოტივაციის მიმცემი იქნება".
შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" 11 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მიიღებენ შვედეთს, შემდეგ კი 15 ნოემებრს გორში უზბეკეთს.