მამარდაშვილის გარეშე და მორიგი დებიუტანტით - სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ნოემბრიდან წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი, 15 ნოემბერს გორში შედგება.
ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - გორის “დილას” 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდებიან. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ინგლისის 21 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო-შვედეთის მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი გამოტოვებენ.
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)