გადაწყდა: საქართველო - უზბეკეთის ჩატარების ადგილი ცნობილია
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს.
საქართველოს ნაკრები უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩს გორში გამართავს და თამაში 18:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი იუწყება.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბოლოს 2017 წლის 10 ნოემბერს კვიპროსის წინააღმდეგ ითამაშა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით - 1:0 დასრულდა.
მიმდინარე თვის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და შვედეთს შორის ბათუმი არენაზე შედგება. მატჩი 21 საათზე დაიწყება.