"ყავის დასალევად გავდიოდით და მითხრა..." - კაშიას უცნობი ისტორია მეისონ მაუნტზე
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას განცხადებით, საუკეთესო ფეხბურთელი, ვის გვერდითაც უთამაშია, ჩელსის ნახევარმცველი მეისონ მაუნტია.
ამის შესახებ 34 წლის ცენტრალურმა მცველმა Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"ადვილი შეკითხვაა. მეისონ მაუნტი - ოქროს ბურთზეა წარდგენილი! პატარა ბავშვი იყო, როცა ვიტესში მოვიდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ვცდილობ, მეტი ყურადღება დავუთმო, რათა გავაშინაურო გუნდში.
პირველად, ყავის დასალევად გავედით და მითხრა, ყავა არასდროს გამისინჯავსო და ისევ მილქშეიკი დალია. წარმოიდგინეთ, რა პატარა იყო," - განაცხადა კაშიამ.
გურამ კაშიამ ასევე ისაუბრა მეისონ მაუნტის იმ ცნობილი ინტერვიუს შესახებ, როცა ინგლისელმა თქვა, რომ ვიტესის კაპიტან გურამ კაშიას მისი არ სჯეროდა და მას ბრძოლა მოუგო. ქართველმა მცველმა ახსნა, რას ნიშნავდა მაუნტის ეს სიტყვები.
გურამ კაშია ჩელსის ნახევარმცველ მეისონ მაუნტთან ერთად 2017-18 წლის სეზონში ვიტესში თამაშობდა.
გურამ კაშიასთან ვრცელი ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე