ავტორიზაცია

"ვაისისგან ვისწავლე, რომ ფეხბურთი არის სპორტი, სადაც ბურთს დასდევ" - გურამ კაშია

"ვაისისგან ვისწავლე, რომ ფეხბურთი არის სპორტი, სადაც ბურთს დასდევ" - გურამ კაშია
თარიღი 01 ნოე 2021, 17:37

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას განცხადებით, თუ მომავალში მწვრთნელი გახდება, სურს პიტერ ბოშისნაირი იყოს.

ამის შესახებ გურამ კაშიამ Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა და შეადარა 3 მწვრთნელი: კახა კაჭარავა, ვლადიმირ ვაისი და პიტერ ბოში. სამივე მათგანთან ქართველ ფეხბურთელს უმუშავია.

"კახა კაჭარავასთან ფეხბურთის თამაში ვისწავლე. ის ძირითადი განათლება, რასაც ფეხბურთელი აკადემიიდან იღებ, კახამ მომცა. მან მასწავლა პოზიციური, სისტემაში თამაში.

დღესაც ვიყენებ იმ გამოცდილებას, რომელიც მისგან მივიღე. სულ მაგის ხმა და ჭიჭყინი მესმის, სულ მსაყვედურობდა მთელი ბავშვობის წლები.

ვლადიმირ ვაისთან, როგორც ჩამოყალიბებული ფეხბურთელი, ისე ვმუშაობდი. როგორც მენეჯერს და ფეხბურთელს, ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ხშირად საერთო გადაწყვეტილება ერთად მიგვიღია.

ბევრი რამე ვისწავლე მისგან. სანაკრებო თამაშებში ზეწოლა უფრო დიდია და მან მასწავლა, ისე მიუდექი, რომ ფეხბურთია, სადაც ბურთს დასდევო. ეს ფსიქოლოგიურად დამეხმარა," - განაცხადა გურამ კაშიამ Geo Team-თან საუბრისას.

რაც შეეხება პიტერ ბოშს, გურამ კაშიას თქმით, მისგან ისწავლა თანამედროვე საფეხბურთო სისტემა და სურს, თუ მომავალში მწვრთნელი გამოვა, სწორედ მისნაირი სამწვრთნელო ხედვა ჰქონდეს.

გურამ კაშია კახა კაჭარავასთან ერთად დინამო თბილისში 2006 წელს მუშაობდა, პიტერ ბოშთან არნემის ვიტესში 2013-16 წლებში, ხოლო ვლადიმირ ვაისთან ერთად 2016-2020 წლებში საქართველოს ნაკრებში, ხოლო ახლა სლოვაკი მწვრთნელი ბრატისლავის სლოვანში მისი მწვრთნელია.

გურამ კაშიასთან ვრცელი ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე

"ყავის დასალევად გავდიოდით და მითხრა..." - კაშიას უცნობი ისტორია მეისონ მაუნტზე