ავტორიზაცია

მარცხი "საკალათბურთო სხვაობით" - კვერკველიას პირველი სტარტი უკრაინაში

მარცხი "საკალათბურთო სხვაობით" - კვერკველიას პირველი სტარტი უკრაინაში
თარიღი 01 ნოე 2021, 13:32

უკრაინის ჩემპიონატის მე-13 ტურში მეტალისტ 1925 ზორიასთან გამანადგურებელი სხვაობით, 1-6 დამარცხდა.

აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვერკველიამ, რომლისთვისაც უკრაინულ გუნდში სასტარტო შემადგენლობიდან პირველი შეხვედრა იყო.

საბა კვერკველია მეტალისტ ხარკოვს 1 თვის წინ, თავისუფალი აგენტის სტატუსით, სეზონის ბოლომდე შეუერთდა.

13 ტურის შემდეგ 19 ქულით მეტალისტ 1925 ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.