ავტორიზაცია

VIDEO: პირველი გოლი დაბრუნების შემდეგ - არაბულმა საბერძნეთში გაიტანა

თარიღი 31 ოქტ 2021, 19:39

საბერძნეთის სუპერლიგის მე-8 ტურში ლამიასა და ათრომიტოსის მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა ფორვარდმა ბაჩო არაბულმა, რომელმაც მე-80 წუთზე გაიტანა და გუნდი წაგებას გადაარჩინა.

ბაჩო არაბული ლამიაში გასულ სეზონშიც თამაშობდა, სადაც სეზონის საუკეთესო გოლის და ფეხბურთელის ტიტულიც მისცეს. ამის შემდეგ ზაფხულში თავისუფალი აგენტი იყო, თუმცა კვლავ ამ გუნდში დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ მისთვის ეს ლამიაში პირველი გოლია.