"მომავალ წელს ფენერბაჰჩემ უნდა იყიდოს!" - რას წერენ თურქი ფანები ლობჟანიძეზე?
30-31 ოქტომბერს საბა ლობჟანიძე თურქული ფეხბურთის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იქნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჰატაისპორმა ქართველის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო. ხოლო, მეორე რიგში იმიტომ, რომ ეს გოლი უდიდესი განხილვის საკითხია, როგორც თურქეთში, ასევე საქართველოშიც.
მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძეს 4 გოლი აქვს, საიდანაც ორი თურქულ დიდ გუნდებს: გალათასარაის და ბეშიქთაშს გაუტანა, ხოლო ერთ-ერთი მესამეადგილოსან ალანიასპორს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შესახებ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი კომენტარი იყო.
nuri_sahiner800: "მომავალ წელს ფენერბაჰჩემ უნდა იყიდოს! საინტერესო იქნება, როგორ ითამაშებს ლობჟანიძე ამ გუნდში"
mustafarukozturk: "საბა ლობჟანიძე - კაცი, რომლის ნახვაც ტრაბზონსპორში ყველაზე მეტად მინდა"
ismail.06ermis: "ის ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა თურქეთის სუპერლიგაში"
yanardonerselami: "ეს არაა მისი გატანილი გოლი. ის, რაც საბამ ქნა, ჩემი აზრით, სირცხვილია"
mrtcnaktas1: "მგონია, ბაკასეტასის შემდეგ სუპერლიგაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა"
xerk.01: "ის ჩვენთან, ანკარაგუჯუში თამაშობდა და მსიამოვნებდა მისი ყურება, დიდი კლასის მქონე მოთამაშეა"
საბა ლობჟანიძე ჰატაისპორს თავისუფალი აგენტის სტატუსით 2021 წლის ივნისში შეუერთდა. მას შემდეგ 10-ჯერ ითამაშა ანტაკიელთა მაისურით, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ შედეგით გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შექმნილი გოლების რაოდენობით პირველ ადგილზეა.
11 ტურის შემდეგ ჰატაისპორს 23 ქულა აქვს და სუპერლიგის ცხრილში მე-2 პოზიციაზეა, პირველადგილოსან ტრაბზონსპორს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან.