ავტორიზაცია

მბაპე: "პარი სენ ჟერმენი საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს, მაგრამ სიტუაცია არც ისე საგანგაშოა"

მბაპე: "პარი სენ ჟერმენი საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს, მაგრამ სიტუაცია არც ისე საგანგაშოა"
თარიღი 07 ნოე 2021, 15:06

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ბორდოსთან" (3:2) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

– თამაშის ბოლომდე მოგიწიათ ნერვიულობა?

"არა, არ ვღელავდით, დღეს ისეთი რთული არ იყო, როგორც ყოველთვის. კომფორტული ანგარიშით ვიგებდით. დიახ, მიწურულს გაგვიტანეს, ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ვღელავდით. წინა მატჩებში უფრო მეტი პრობლემა გვქონდა".

"გვქონდა მონაკვეთები, როცა უმაღლეს დონეზე ვთამაშობდით, ჩვენი ოსტატობის დემონსტრირებას ვახდენდით. ჯერჯერობით, ჩვენი თამაში შემადგენლობის ხარისხის შესაფერისი არ არის, მაგრამ ყოველდღიურად ვცდილობთ მომატებას. იმედი გვაქვს, მხოლოდ უკეთესები გავხდებით".

"ყველას აქვს უფლება თავისი აზრი გააჩნდეს. ხალხი ფიქრობს, რომ ცუდად ვთამაშობთ. ჩემი აზრით, არც ისე კარგად ვასპარეზობთ, მაგრამ მაინც ვიგებთ. მუშაობას ვაგრძელებთ. სიტუაცია არც ისე საგანგაშოა", - განუცხადა მბაპემ Canal+-ს.