ავტორიზაცია

"ზაფხულში შემადგენლობა არ გაგვიძლიერებია", - მოურინიო მორიგი მარცხის შემდეგ

"ზაფხულში შემადგენლობა არ გაგვიძლიერებია", - მოურინიო მორიგი მარცხის შემდეგ
თარიღი 07 ნოე 2021, 19:20

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, სერია ა-ს მე-12 ტურში „ვენეციასთან“ წაგება შეაფასა.

შეხვედრა „ვენეციის“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

„არ მინდა რომაზე ლაპარაკი. ბოლოს და ბოლოს, „ვენეციამ“ მოიგო და განხილვასაც ეს გუნდი იმსახურებს.

მე ჩემ ნერვებს უნდა გავუფრთხილდე, ემოციები მოვთოკო. 2:1-ს დროს გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა. მატჩს ვაკონტროლებდით და ყველაფერი კარგად იყო. თუმცა, არ მინდა ლაპარაკი იმაზე, რაც მას შემდეგ მოხდა.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა, მე ფეხბურთელებს მიზნები უნდა დავუსახო და მოტივაცია მივცე, ისევე როგორც საკუთარ თავს. როცა ვამბობდი, რომ ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა, არ ვგულისხმობდი იმას, რომ ჩვენ მეტი არაფერი არ გვინდა.

ჩვენი შემადგენლბოა არ არის იმაზე ძლიერი, ვიდრე გასულ სეზონში. ზაფხულში კლუბმა ფეხბურთელები დაიმატა, რათა პოზიციები შეევსო და არა გუნდი გაეძლიერებინა. არამგონია, რომ ჩვენი შემადგენლობა უფრო ძლიერი გამხდარიყო. მეტიც, გამოცდილი ფეხბურთელები დავკარგეთ.“ - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ჯანლუკა დი მარციო.

სერია ა-ს 12 ტურის შემდეგ „რომა“ 19 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, თუმცა ტურის ბოლოს შესაძლოა უფრო ჩამოქვეითდეს.