ავტორიზაცია

"ოთხეულისთვის ვიბრძვით", - მოიესის ამბიციური განაცხადი ლივერპულთან გამარჯვების შემდეგ

"ოთხეულისთვის ვიბრძვით", - მოიესის ამბიციური განაცხადი ლივერპულთან გამარჯვების შემდეგ
თარიღი 07 ნოე 2021, 23:33

„ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, „ლივერპულთან“ მოგება შეაფასა.

„კარიერის მანძილზე „ლივერპულთან“ მოგებების მოპოვება ძალიან მიჭირდა, ეს ძალიან კარგი გუნდია და ამიტომ დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ.

3:1-ს დროსაც კი ვერ ვიგრძნობდით თავს კომფორტულად, „ლივერპული“ ძალიან კარგი იყო და მათ შესაკავებლად წვალება მოგვიწია.

პირველ ტაიმში არც ისე კარგად გამოვიყურებოდით. ისეც ხდება, რომ ხუთშაბათის მატჩის შემდეგ, კვირას თავს არც ისე კარგად გრძნობ.

ვერ ვთამაშობდით ისე, როგორც უნდა გვეთამაშა, მეტოქე კი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა შესვენებაზე კორექტირებები შევიტანეთ.

ეს შედეგი ხაზს უსვამს იმას, რომ ყველაზე მაღალი მიზნებისთვის შეგვიძლია ბრძოლა. პრემიერ ლიგის მოგება? მინდა დადებითი განწყობა შევინარჩუნო და ვისურვებდი თქმას, რომ ეს შეგვიძლია, თუმცა ამ ეტაპზე ამას ვერ ვიტყვი.

ჩვენ ტოპ-ოთხეულისთვის ვიბრძვით. წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონას ორი ქულით ჩამოვრჩით და წელს რატომაც ვერ უნდა მოვხვდეთ? ასეთი ფიქრებით ღრუბლებში არ დავფრინავთ, თუმცა დადებითი განწყობით ვართ.“ - აღნიშნა მოიესმა.

ამჟამად ლონდონური გუნდი 23 ქულით ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება.