ავტორიზაცია

"ახალი თავგადასავალი იწყება", - შევჩენკო სერია ა-ს გუნდის მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა

"ახალი თავგადასავალი იწყება", - შევჩენკო სერია ა-ს გუნდის მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა
თარიღი 08 ნოე 2021, 11:08

ლეგენდარულმა უკრაინელმა, ანდრეი შევჩენკომ "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

45 წლის სპეციალისტმა გენუელებთან 2023 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. მისი წლიური ანაზღაურება 1,8 მილიონი ევრო იქნება + ბონუსები.

"ახალ თავგადასავალს ვიწყებთ, რათა "ჯენოა" თავის დიდებულ ისტორიას დავუბრუნოთ", - წერს შევჩენკო სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, გენუელები იტალიის 9-გზის ჩემპიონები არიან, უკანასკნელად გუნდმა "სკუდეტო" 1924 წელს მოიგო.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, "ჯენოა" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 12 ტურის შემდეგ მე-17 ადგილს იკავებს.