"ძალიან სასარგებლოა ასეთ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა", - ჟოტამ სალაჰი რონალდუს შეადარა
"ლივერპულის" ფორვარდმა, დიოგუ ჟოტამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორია მისთვის თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰთან ერთად ასპარეზობა.
"სალაჰი გოლებს სიამოვნებისთვის იტანს. შესანიშნავი გოლები გააქვს. კარგია, რომ ისეთი ვინმე გვყავს, ვისაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია".
"მეტოქეებს ესმით, მის წინააღმდეგ ფრთხილად თამაშია საჭირო. ეს სხვა ფეხბურთელებს თავისუფალ ზონებში შეღწევის საშუალებას აძლევს".
"მსგავსი განცდები მაქვს, როცა კრიშტიანუსთან ერთად ვთამაშობ. ჩემთვის ძალიან სასარგებლოა ასეთ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა, რადგან შემიძლია მათ თვალყური მივადევნო და ვისწავლო", - ციტირებს ჟოტას სიტყვებს Daily Mail.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 29 წლის ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად "ლივერპულის" მაისურით 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.