"ხავის გაუჭირდება, ისევე როგორც რაიკაარდს, გვარდიოლასთვის შედარებით მარტივი იყო", - ლაპორტა
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, გუნდის მთავარ მწვრთნელად ხავის დანიშვნაზე ისაუბრა.
„ეს მწვრთნელისთვის უპრეცენდენტო პრეზენტაცია იყო. ვნახე ხალხი, რომელიც ისეთი გახარებული იყო, როგორც არასდროს და ეს ხავის დამსახურებაა, იმიტომ რომ ის ჩვენი ადამიანია, ამ კლუბის ადამიანი. დღეს სიხარულის დღეა და ის კლუბის ისტორიაში მონიშნული იქნება.
ხავის ბოლომდე ვენდობით, მან გუნდი უნდა მართოს. გაუჭირდება, იმიტომ რომ გუნდი ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი იქნება. თუმცა, მან დამარწმუნა, როცა მითხრა, რომ ამ გუნდისგან ბევრის გამოძერწვა შეიძლება.
რაიკაარდსაც გაუჭირდა, იმიტომ რომ გუნდი ჰქონდა ასაშენებელი. გვარდიოლასთვის შედარებით მარტივი იყო, იმიტომ რომ გუნდი იმდროს უკვე გვყავდა.
ფეირ-პლეი? ლა ლიგა კვლავ გვამოწმებს, თუმცა, აქ ახალი არაფერია.“ - აღნიშნა ლაპორტამ.