ავტორიზაცია

მწვრთნელის შეცვლის მიუხედავად, ბარსელონას სატრანსფერო სამიზნე უცვლელი დარჩა

მწვრთნელის შეცვლის მიუხედავად, ბარსელონას სატრანსფერო სამიზნე უცვლელი დარჩა
თარიღი 08 Nov 2021, 23:13

"ლაიფციგის" შემტევი ნახევარმცველი, დანი ოლმო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, წერს ცნობილი გამოცემა El Mundo Deportivo.

კატალონიურ გრანდს 23 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება იანვარში სურს და მის გარშემომყოფებთან მუდმივი კონტაქტი აქვს. მაგრამ ამასთანავე ესმის, რომ ტრანსფერის გაჩარხვა გაუჭირდება.

"ლაიფციგს" ოლმოს შენარჩუნება უნდა. ზაფხულში მათ შეთავაზება უკვე იუარეს, რომელიც ფიქსირებული თანხისა და ბონუსების გათვალისწინებით 75 მილიონ ევროს აღწევდა.

იანვარში შესაძლებელი იქნება ოლმოს 60 მილიონად ყიდვის მცდელობა, მაგრამ ასეთი ვარიანტი "ბარსას" გეგმებში არ შედის.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ესპანელი "ლაიფციგში" 2020 წლის იანვარში ზაგრების "დინამოდან" 25+15 მილიონად გადავიდა და მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წლამდე აკავშირებს.