რა ბედი ეწევა დე იონგს ხავის დანიშნვის შემდეგ?
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუკ დე იონგმა შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ, რომელიც 31 წლის შემტევის ტრანსფერის ინიციატორი გახლდათ, ჰოლანდიელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" გეგმებში აღარ შედის.
კატალონიელები იანვარში დე იონგის სხვა კლუბში გაშვებას ეცდებიან, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport. შეგახსენებთ, "ბარსამ" გამოცდილი ფორვარდი გასულ ზაფხულს "სევილიადან" ერთწლიანი იჯარით დაიმატა.
წესების მიხედვით, სეზონის მანძილზე კონკრეტულ ფეხბურთელს სამი გუნდის რიგებში ასპარეზობა არ შეუძლია, მაგრამ დე იონგს ამ წელს "სევილიას" მაისურით ერთხელაც არ უთამაშია, ამიტომაც სხვა კლუბში გადასვლა ყველა მხარის თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია.