ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო
თარიღი 08 Nov 2021, 23:28

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა.

საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა ​ ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები (ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი, დავით ვოლკოვი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კაკაბაძე, ვაკო გვილია, ნიკა კაჭარავა) 9 ნოემბრიდან შეუერთდებიან.

გუნდი სრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს ხვალ თბილისში გამართავს, მოგვიანებით კი ნაკრები ბათუმში გაემგზავრება. შეგახსენებთ,რომ გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი ყვითელი ბარათების გამო შვედეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ფეხბურთელები გუნდთან ერთად უზბეკეთთან დაგეგმილი ამხანაგური თამაშისთვის მოემზადებიან. ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.